services

დაგეგმე და განახორციელე იდეალური სივრცე

დიზაინს, სარემონტო სამუშაოებსა და ინდივიდუალურად დამზადებულ ავეჯს ერთ სივრცეში

ინტერიერის დიზაინი

ვქმნით უნიკალურ და ჰარმონიულ სივრცეებს, რომლებიც სრულად პასუხობს თქვენს საჭიროებებს, გემოვნებასა და ბიუჯეტს. თითოეული პროექტი ინდივიდუალურია – ვასრულებთ სრულ ციკლს: კონცეფციიდან 3D ვიზუალიზაციამდე და ტექნიკურ ნახაზებამდე. ფუნქციურობა, ესთეტიკა და კომფორტი – ერთ სივრცეში.
 ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ლამაზი ინტერიერი – ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, რომელიც გიბიძგებთ წინსვლისკენ, განტვირთვისკენ და ემოციური ბალანსისკენ. ჩვენთან ერთად თქვენი სახლი ან ოფისი იქცევა სივრცედ, სადაც ცხოვრება გსიამოვნებთ.

სარემონტო სამუშაოები

გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას – “შავი სამუშაოებიდან” სრულ რემონტამდე. ვმუშაობთ ზუსტად დაგეგმილი ბიუჯეტითა და ვადებით, ხარისხის კომპრომისის გარეშე. ჩვენი გუნდი ზრუნავს დეტალებზე, სისუფთავეზე და პროცესის გამჭვირვალობაზე.
 ვქმნით სივრცეს, რომელიც მზად არის ცხოვრებისთვის – კომფორტული, გამძლე და ესთეტიკური. გამოცდილება და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ როგორც კაპიტალური რემონტი, ისე მცირე განახლება, ზუსტად ისე, როგორც თქვენ გსურთ.

ავეჯის დამზადება

ავეჯი არ არის მხოლოდ ფუნქციური ნივთი — ის არის სივრცის სული, რომელიც უნდა ერწყმოდეს თქვენს სტილს, საჭიროებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ინდივიდუალურად დამზადებულ ავეჯს, რომელიც შეიქმნება ზუსტად იმ განზომილებებით, დიზაინითა და მასალებით, როგორიც თქვენ გსურთ. ჩვენ ვმუშობთ როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებზე და ვამზადებთ ყველაფერს: სამზარეულოს კომპლექტებს, გარდერობებს, საძინებლის ავეჯს, აბაზანის დოზირებულ გადაწყვეტილებებსა და კედლის დეკორებს.

გსურს გაიგო რა დაგიჯდება?

დაითვალე ხარჯები